|
2015-04-03 09:51:27, 853 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ქვემო ქართლის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციას გამართავს
„ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის“, - ახალი სამთავრობო პროექტის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მარნეულში გამართავს. მთავრობის მეთაური, ეკონომიკური გუნდის წევრებთან ერთად, ბიზნესმენებს შეხვდება და ქვემო ქართლის ეკონომიკურ პოტენციალზე ისაუბრებს. ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ეკონომიკურმა საბჭომ შეისწავლა ყველა რაიონსა და ქალაქში არსებული რესურსი, რათა ხელისუფლებამ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი რაიონებში ბიზნესისა და ადგილობრივი წარმოების განვითარებას. რეგიონების განვითარების პროგრამაში აქტიურად იქნება ჩართული კერძო სექტორი და ადგილობრივი მოსახლეობა. პრემიერ-მინისტრი რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციას ეტაპობრივად ყველა რეგიონში გამართავს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)