|
2017-03-07 15:01:33, 2138 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
მიშველაძე: მედიაომბუდსმენის შერჩევის პროცესში, ხელისუფლების ნებისმიერი შტოს მონაწილეობა უნდა გამოირიცხოს
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, მედიაომბუდსმენის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით მიესალმება. როგორც მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მედიაომბუდსმენის შერჩევისა და დანიშვნის პროცესში ხელისუფლების ნებისმიერი შტოს მონაწილეობა მთლიანად უნდა გამოირიცხოს. „დღეს, როდესაც ასე აქტიურად გვიწევს საუბარი მედიის და ჟურნალისტების უფლებებზე, კარგი იქნება დაცვის მყარი მექანიზმის შემუშავება, თუნდაც მედიაომბუდსმენის სახით. თუმცა გასათვალისწინებელია ორი ფაქტორი - მედიაომბუდსმენის შერჩევისა და დანიშვნის პროცესში მთლიანად უნდა გამოირიცხოს ხელისუფლების ნებისმიერი შტოს მონაწილეობა და მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს კოორდინაციაში სახალხო დამცველთან“, - განაცხადა მიშველაძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)