|
2017-03-07 10:21:48, 2242 ნახვა
კომენტარი
კურტ ვოკერი: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას
ამერიკის ყოფილი ელჩი ნატო-ში და მაკკეინის „საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის“ დირექტორი კურტ ვოკერი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შტატების მხარდაჭერა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ამის შესახებ ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს. ექსპერტის შეფასებით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთთან ურთიერთობები გაუმჯობესდეს, მაგრამ ამ პროცესში სხვა ქვეყნების ინტერესები არ გაიყიდება. “ამერიკის ახალი ადმინისტრაციისგან ჩვენ ვხედავთ ღიაობასა და იმედს, რომ რუსეთთან ურთიერთობები გაუმჯობესდეს და დაიწყოს თანამშრომლობა იმაზე, რაზეც ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პროცესში სხვა ქვეყნების ინტერესები გაიყიდება. საქართველო კი ერთგულია მის მიერ არჩეული კურსის, რაც გულისხმობს დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს, ისევე როგორც ტრანსატლანტიკური საზოგადოების ღირებულებებს.”
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)