|
2017-03-04 18:11:40, 2180 ნახვა
კომენტარი
საკაშვილის თქმით, პარტია წევრი ქალების ენთუზიაზმზე, მათ ინტელექტსა და თავდადებაზე დგას
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" ქალთა ორგანიზაციის ყრილობაზე სკაიპით ჩაერთო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, პარტია წევრი ქალების ენთუზიაზმზე, მათ ინტელექტსა და თავდადებაზე დგას. სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მისი მართველობის პირობებში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში ქალები მაქსიმალურად ყოფილიყვნენ წარმოდგენილი. „ამის გამო ძალიან დავზარალდი კიდეც. ხანს რას გვიგონებდნენ და ხან - რას. მე მახსოვს, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღესასწაულზე, ტრიბუნაზე ვდგავარ, იქ წარმოდგენილი იყო საქართველოს მთავრობა - რამდენიმე ქალბატონი, ძალიან ღირსეული, ძალიან წარმატებული, პარლამენტი - თავისი არცთუ ისე ბოლომდე წარმატებული თავმჯდომარით, როგორც მოგვიანებით გაირკვა. ბებიაჩემი მზიას ხმა მესმის უკნიდან - შეხედეთ, შეხედეთ, რამდენი ქალია პარლამენტსა და მთავრობაში წარმოდგენილი და აი, შეხედეთ, ელენე თევდორაძეს ეს არ არის ერთადერთი, ვისათანაც ღამის ქონას ჩემს შვილიშვილს არ აბრალებენო. სიმართლე არის ის, რომ მე მართლაც დიდ პატივს გცემთ, ძალიან მიყვარხართ და მაშინაც ეს საუბარი იმის გამოვლინება იყო, რომ უნდა ეთამაშა თუ არა ქალს დიდი როლი საზოგადოებაში”, - განაცხადა სააკაშვილმა. მანვე დასძინა, რომ ქალის როლი არ უნდა იყოს ფასადური, არამედ მათ უნდა შეეძლოთ რეალური იქვნენ გადამწყვეტი როლის შემტანი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა თინა ბოკუჩავას მადლობა გადაუხადა.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)