|
2017-03-04 17:40:08, 2621 ნახვა
კომენტარი
„არსებობს მთელ მსოფლიოზე გაბრაზებული წულუკიანი, რომელიც თავის პატრონთან ერთად, საქართველოზე შურს იძიებს“
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები შეაფასა და ამ კონტექსტში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გააკრიტიკა. ყოფილმა პრეზიდენტმა იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე თეა ბურჯალიანიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ბურჯალიანი არის მსოფლიო კლასის იურისტი. მისივე თქმით, თეა წულუკიანის ფუნქცია არის, რომ საქართველო საერთაშორისო სასამართლოებში როგორმე გამტყუნდეს. "პრაქტიკულად, ხელოვნურად შეწყვიტეს გამოძიება მაგალითად, ჰააგის სარჩელებზე, რომ იქნებ ქართველი ჯარისკაცები გაამტყუნოს ჰააგის სასამართლოში და ასე შემდეგ. ეს არის ის, რასაც გვიკეთებენ. არსებობს თიკო ბურჯალიანი - საქართველოსთვის დამშვრალი და მართლაც უმაღლესი კვალიფიკაციის ადამიანი, რომელიც არავისზე არაა გაბრაზებული და მთელ მსოფლიოზე გაბრაზებული თეა წულუკიანი, რომელიც რატომღაც მთელ მსოფლიოზე გაბრაზებას საქართველოზე იძიებს შურს, თავის პატრონთან ერთად“, - განაცხადა სააკაშვილმა.
.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)