|
2017-03-02 13:04:17, 1667 ნახვა
პოლიტიკა
უშიშროების საბჭო შესაძლოა, ეროვნული თავდაცვის საბჭოდ გარდაიქმნას, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს იმოქმედებს
"გვქონდა მსჯელობა, რომ უშიშროების საბჭო გარდაიქმნას ეროვნული თავდაცვის საბჭოდ, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს იმოქმედებს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირკალი კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე განაცხადა. მან დეპუტატებს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხედვები და წინადადებები გააცნო: „ერთადერთი არსებითი ცვლილება, რაც შეიძლება პრეზიდენტის კომპეტენციების სფეროს შეეხოს, ჩვენი ხედვით დაკავშირებულია უშიშროების საბჭოსთან. ჩვენ ამასთან დაკავშირებით უკვე გვქონდა მსჯელობა წინა სხდომაზე. დღეს გვაქვს სრული აღრევა უფლებამოსილებების. რეალურად მოქმედებს ორგანო, რომელიც რჩევას აძლევს პრეზიდენტს ისეთ საკითხებზე, რაც არის მთავრობის კომპეტენცია. ეს არის აბსოლუტური აღრევა და ამაზე აქტიურად საუბრობდნენ 2010 წელს ვენეციის კომისიის ექსპერტები. ისინი პირდაპირ ამბობდნენ, რომ ამ სისტემაში უშიშროების საბჭოს ადგილი ასეთი სახით არ არის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გვქონდა მსჯელობა იმაზე, რომ უშიშროების საბჭო გარდაიქმნას ეროვნული თავდაცვის საბჭოდ. ისევე როგორც დღეს, მას დარჩება არსებითად თავდაცვის სფეროში უფლებამოსილებები, უბრალოდ განსხვავებით დღევანდელი მოდელისგან, ეროვნული თავდაცვის საბჭო იმოქმედებს საომარი მდგომარეობის დროს. კონსტიტუციაში იქნება სპეციალური მუხლი, რომლის მიხედვითაც, საომარი მდგომარეობის შემთხვევაში ჩამოყალიბდება ეროვნული თავდაცვის საბჭო. მისი თავმჯდომარე იქნება პრეზიდენტი, ეყოლება მუდმივი წევრები და მისი საქმიანობა იქნება უზრუნველყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)