|
2017-03-02 13:32:29, 2129 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ხატია დეკანოიძე: „რუსთავი2“-ის, როგორც თავისუფალი სიტყვის კუნძულის არსებობა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ უზენაეს სასამართლოსთან შეკრებილ „რუსთავი2“-ის მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა. მისი თქმით, „რუსთავი2“-ის, როგორც თავისუფალი სიტყვის კუნძულის, არსებობა საქართველოში, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია: „დღეს მე არა მხოლოდ „რუსთავი2“-ს ვუსურვებ წარმატებას, არამედ მთლიანად საქართველოს, ვინაიდან „რუსთავი2“-ის არსებობა, როგორც თავისუფალი სიტყვის კუნძულის არსებობა საქართველოში, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. „რუსთავი2“-ის მეშვეობით ჩვენ გავიგეთ წარმოუდგენელი ზეწოლის შესახებ, რომელიც ხორციელდებოდა უზენაესი სამართლოს წევრებზე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ არ ატეხა განგაში, როდესაც მის კოლეგებზე ხორციელდებოდა ზეწოლა, „რუსთავი2“-ის მეშვეობით შევიტყეთ, რომ ქართველი ჯარისკაცების გადაცემა ოკუპანტებისთვის თურმე დღევანდელ სიტუაციაში შესაძლებელია, მათი მეშვეობით შევიტყეთ, რომ თურმე სახელმწიფოს მთელი აპარატი მობილიზებულია, რომ საპატრიარქოში ჰქონდეს გარკვეული ჩარევის მცდელობა. ვიტყობთ ყველა იმ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც შეეხება გაუგონარ სიდუხჭირეს და ეკონომიკურ მდგომარეობას საქართველოში. ამიტომ „რუსთავი2“-ის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია“,-განაცხადა ხატია დეკანოიძემ. შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა დღეს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ისა და მისი მფლობელების, ძმებ ლევან და გია ყარამანიშვილების საკასაციო საჩივარს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)