|
2017-03-01 17:45:31, 2276 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის კარი გაიღო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დღევანდელი დღე არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ უდიდესი ნდობის გამოხატულება. ამის შესახებ პრემიერმა ბრიუსელში, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განაცხადა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, გადაწყვეტილება ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაა. პრემიერის განმარტებით, ამით საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის კარი გაიღო. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერა მოულოცა და ევროპელ მეგობრებს მადლობა გადაუხადა. ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ოფიციალურად გაფორმდა. "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის კორესპონდენტის რიკარდ იოზვაკის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ მოგზაურობას 28 მარტიდან შეძლებენ. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას 2 თებერვალს ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა. ევროპული პარლამენტის 553 დეპუტატმა უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა, 66 კი წინააღმდეგი იყო. საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ითვალისწინებს, ევროსაბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)