|
2017-03-01 16:12:31, 2098 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მამიკინსი: ვულოცავ საქართველოს, ეს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია
ევროპარლამენტის წევრ ანდრეს მამიკინსის განცხადებით, უვიზო რეჟიმის ამოქმედება ევროკავშირთან დაახლოების გზაზე კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია. როგორც მამიკინსმა ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებს ხელმოწერის ცერემონიის დაწყებამდე განუცხადა, 2019 წელს ევროკომისიას ახალი პრეზიდენტი ეყოლება და შესაძლოა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივის თვალსაზრისითაც პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგას. "ვულოცავ საქართველოს და ქართველ ხალხს. ეს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია. ჩემი აზრით, ხალხთან შორის ურთიერთობა ვაჭრობის სფეროსთვის დიდი სტიმულია. გარდა ამისა, მას მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისითაც. ერთი სიტყვით, ეს ევროკავშირის და საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია. თუ მეკითხებით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაზე, ვიცი, რომ ეს ქართული მედიისთვის ნომერ პირველი საკითხია, შეგახსენებთ ჟან კლოდ იუნკერის წერილობით განცხადებას, რომ მისი პრეზიდენტობის ვადაში გაფართოება არ იგეგმება, მაგრამ იუნკერმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკვე მიღწეული შედეგი სავსებით დამაკმაყოფილებელია. 2019 წელს ევროკომისიას ახალი პრეზიდენტი ეყოლება და შესაძლოა ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით სრულიად ახალი ვექტორი ვიხილოთ", - განაცხადა მამიკინსმა. ცნობისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერის ცერემონია ევროპარლამენტში დღეს გაიმართება. უვიზო მიმოსვლის თაობაზე დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება, ხოლო საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ მოგზაურობას 28 მარტიდან შეძლებენ. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას 2 თებერვალს ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა. ევროპული პარლამენტის 553 დეპუტატმა უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა, 66 კი წინააღმდეგი იყო. საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ითვალისწინებს, ევროსაბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)