|
2017-03-01 13:21:57, 930 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები, ტრანსფორმაციის პროცესი და აშშ-ის მხრიდან საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელება ის მთავარი საკითხები იყო, რაზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის დელეგაციასთან გაამახვილა ყურადღება. ლევან იზორიამ თავდაცვის სამინისტროში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენელს ტრეისი ნიველს, აშშ-ის ევროპული სარდლობის (EUCOM) საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ხელმძღვანელს იაშ ჰოლბრუკსა და EUCOM-ის წარმომადგენელს, ვიცე-პოლკოვნიკ ჯიმ ინსეტას უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი დაესწრო. სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ამოქმედების გეგმის ფარგლებში საქართველოში საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობის საკითხზე იმსჯელეს და ყურადღება იმ ლოკაციებზე გაამახვილეს, სადაც ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, აშშ-ის დელეგაციის ვიზიტი ერთგვარად ემსახურება იმ წინაპირობების შეფასებას, ანალიზს და ადგილზე ნახვას, რომლის საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელებას უკავშირდება. ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის დელეგაცია ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ მდებარე ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრისა (JTEC) და ვაზიანში საწვრთნელი ტერიტორიის მოინახულებს და ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის შექმნისთვის შეფასებასა და ანალიზს გააკეთებს. „გავაცანით თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი, განსაკუთრებული აქცენტები გავაკეთეთ იმ პროექტებზე და პროგრამებზე, რომელიც ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად უნდა განვახორციელოთ. მათი ვიზიტი ერთგვარად ემსახურება იმ წინაპირობების შეფასებას, ანალიზს და ადგილზე ნახვას, რომელის საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელებას უკავშირდება. მათ გეგმაში აქვთ მოინახულონ როგორც კრწანისის ბაზაზე არსებული ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, ისე ვაზიანი, სადაც ჩვენ მათთან ერთად წელს ვგეგმავთ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის - ერთობლივი სასწავლო ცენტრის შექმნას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
(NS)
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)