|
2017-02-28 19:04:36, 1103 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის დელეგაცია ყაზახეთში სამუშაო ვიზიტს აგრძელებს
აჭარის ა.რ მთავრობის დელეგაცია ყაზახეთის რეპუბლიკაში სამუშაო ვიზიტს აგრძელებს. დღეს, მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ყაზახეთის სამთავრობო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, მათ შორის ყაზახეთის ეროვნული პალატისა და საგარეო სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შორის. ყაზახეთის ეროვნულ პალატაში გამართულ შეხვედრას აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო ბათუმი-ასტანის მიმართულებით არსებული ჩარტერული და რეგულარული სეზონური ავიაფრენები. მხარეებმა განიხილეს უახლოეს პერიოდში დამატებითი ფრენების შემოღების შესაძლებლობები. ყაზახურ მხარესთან მზაობა და თანხმობა აღნიშნული საკითხისადმი მიღწეულია. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც შეხვედრაზე იქნა მიღებული, დაინტერესებული ბიზნესმენების საქართველოში, კერძოდ, აჭარაში ვიზიტს უკავშირდება. აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით, აჭარის მთავრობა მზად არის უმასპინძლოს ყაზახ ბიზნესმენებს და საინფორმაციო ტურის ფარგლებში ადგილზე გააცნოს რეგიონის ტურისტული და საინვესტიციო გარემო.
(NS)
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)