03:13 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 10:13:02, 2275 ნახვა

სამართალი
ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს გაგრძელდება

ე.წ. მატროსოვის ციხეში მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა დღესაც გაგრძელდება.

დეკანოზის ადვოკატები ციხეში სავარაუდოდ 11:00 საათისთვის მივლენ.

შეგახსენებთ, მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა გუშინ 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც დაკითხვის შემდეგ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, ბრალდებულისგან ვრცელი ინფორმაცია მიიღეს, რის გამოც ყველა შეკითხვის დასმა ვერ მოხერხდა.

"ბრალდებულისგან ზუსტი ინფორმაციის მიღება არ დასრულებულა, და პრაქტიკულად, კიდევ ბევრი შეკითხვა უნდა დაისვას. დღეისთვის სამართლებრივი შეფასება, რაც თქვა ბრადლებულმა, რაიმე დასკვნის გაკეთება არის არასერიოზული ჩვენი ბრალდების მხრიდან, ასევე ადვოკატების მხრიდან. სანამ არ დასრულდება სრულყოფილი ინფორმაციის მიღება, სრულიად არასერიოზულია ამ ეტაპზე დღეს სამართლებრივი შეფასება", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ჯარჯი წიკლაურმა. 

ამასთან, დეკანოზის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მამა გიორგი მამალაძემ გარკვეულ კითხვებზე ამომწურავი პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა და მიზეზად ოჯახისა და საკუთარი თავის უსაფრთხოება დაასახელა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics