|
2017-02-27 12:55:13, 1027 ნახვა
რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს რეკლამირება ვროცლავის გამოფენაზე გაუწია
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს რეკლამირება ვროცლავის მე-9-ე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაუწია. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, პოლონეთში ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ გამოფენაზე ვიზიტორები აჭარის ტურისტული პროდუქტებითა და რეგიონში მოგზაურობით დაინტერესდნენ. მათივე ინფორმაციით, გამოფენაზე ვიზიტორების განსაკუთრებული ყურადღება კი ეკოტურისტულ, სამთო და კულინარიულ მარშრუტებზე გაკეთდა. გამოფენის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის მიზნით დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ორმხრივი შეხვედრები გამართეს ტურისტულ და სარეკლამო კომპანიებთან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობდა. გამოფენაზე საქართველოს სტენდი სილეზიის სავოევოდოს მარშალთან ერთად მოინახულა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ. აჭარის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დელეგაცია მონაწილეობას ღებულობდა გამოფენის გახსნის ცერემონიალსა და პრესკონფერენციაში, სადაც თავმჯდომარემ სიტყით გამოსვლისას რეგიონებს შორის თანამშრომლობასა და განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. წლის ბოლომდე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები წარდგენას ვროცლავის გარდა პოლონეთში ორ გამოფენაში გეგმავს. კატოვიცესა და ვარშავის საერთაშორისო ტურისტული გამოფენები დამატებითი შესაძლებლობა იქნება დეპარტამანეტისთვის პოტენციურ ტურისტებში გამოიწვიოს აჭარაში მოგზაურობის სტუმულირება. პოლონეთი აჭარისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის რეკლამირებას დეპარტამენტი გაზაფხულიდან დაიწყებს. (NS)
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)