2017-02-27 11:25:39, 1347 ნახვა
საზოგადოება
PSP-ს მინი-ფეხბურთის გუნდმა SBM ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში პირველი ადგილი დაიკავა
გუშინ SBM სუპერლიგა A-ს ბოლო ტური ჩატარდა, სადაც PSP-ს გუნდმა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდს ანგარიშით 5-3 სძლია და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიკავა.
ჩემპიონატი აპრილში გრძელდება. მეორე ეტაპზე Play-Off შეხვედრები გაიმართება, რის შემდეგაც გაირკვევა 2016-2017 წლის საუკეთესო გუნდის ვინაობა.
SBM ბიზნეს ჩემპიონთა ლიგაში ყოველწლიურად 50-ზე მეტი კომპანიის გუნდი იღებს მონაწილეობას სხვადსხვა ლიგაში: ოქროს, ვერცხლის, სუპერლიგა A, სუპელიგა B.
FC PSP წლებია სუპერლიგის მონაწილეა და ყოველთვის საუკეთესო ოთხეულშია.
PSP-ს თანამშრომლებით დაკომპლექტებული მინიფეხბურთის გუნდი 7 წელია იღებს მონაწილეობას ბიზნეს ჩემპიონთა ლიგაში და 2014 და 2015 წლებში იყო აბსოლუტური ჩემპიონი და თასის მფლობელი.
(R)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან