09:17 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-26 15:16:33, 1575 ნახვა

საზოგადოება
წყალტუბოს რაიონ სოფელ ზედა მესხეთში ყაჩაღობა მოხდა

წყალტუბოს რაიონ სოფელ ზედა მესხეთში ყაჩაღობა მოხდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით,  ერთგული შალამბერიძეს რამდენიმე პირი დაესხა თავს.

დაზარალებულის ნათესავების განცხადებით, მას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, რის შემდეგაც შალამბერიძე თავის მანქანაში ჩასვეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და სოფელ ფარცხანაყანების მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომაგისტრალზე დატოვეს.

მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელებმა შალამბერიძეს ადგილზე 5 ლარი და 20 ევრო წაართვეს.

შსს-მ  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics