09:17 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-26 13:27:35, 1689 ნახვა

საზოგადოება
სოსო ოხანაშვილი: არის მცდელობები, რომ მოხდეს ჩემი ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირება

„რუსთავი2“-ის გადაცემა პოსკრიპტუმი პატრიარქის დაცვის უფროსის სოსო ოხანაშვილის სკანდალურ ინტერვიუს აანონსებს. ინტერვიუს ფრაგმენტში, რომელიც „რუსთავი“-მა გაავრცელა, ოხანაშვილი ამბობს, რომ არის მცდელობები, მოხდეს მისი ე.წ. ცინიდის საქმესთან დაკავშირება. მისივე თქმით, პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლა მიმდინარეობს:

„რათქმა უნდა, ეს არის ეკლესიის მტრების მიერ კარგად ორგანიზებული მზაკვრობა.პატრიარქის კარზე სულ იყო ასეთი ინტრიგები, ეს, რა თქმა უნდა, გარედან მართული პროცესებია. პირდაპირ უთხრეს პატრიარქს გერმანიაში, რომ თქვენს მოსაწამლად მოდიოდა ციანიდითო.  არა მარტო ეგ, ისიც უთხრეს, რომ მე იმიტომ გამომიძახეს, რომ მარტო არ მოქმედებდა მამა გიორგი და არის მცდელობები, რომ მოხდეს ჩემი ამ საქმესთან დაკავშირება“,-განუცხადა P.S-სს სოსო ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რათა საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე და ეკლესია გათავისუფლდეს მსგავსი ბრძოლებისაგან.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics