09:17 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-25 15:57:11, 1546 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრის პირველმა მოადგილემ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბესიკ ამირანაშვილმა, 1921 წლის თებერვალში დაღუპული იუნკერების ხსოვნის პატივსაცემად კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან მდებარე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის თავგანწირული გმირების - ახალგაზრდა იუნკერების ხსოვნას, რომლებიც სამშობლოს დამოუკიდებლობის დასაცავად სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ. 96 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის სამხედრო სკოლის 182 კურსანტი თბილისის მისადგომებთან თავდაუზოგავად იცავდა ქვეყნის თავისუფლებას და მის მომავალს. მათი საამაყო თავგანწირვა თითოეული ჩვენგანისთვის დღესაც სამაგალითოა“, - განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics