|
2017-02-25 14:51:46, 2067 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
გია ვოლსკი: საუბარი, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეზე ზეწოლა მოხდება, ან განსხვავებული რეჟიმით დაიკითხება, მოგონილი თემებია
ყოველგვარი საუბარი იმაზე, რომ ზეწოლა მოხდება მასზე, ან რაღაც განსხვავებული რეჟიმით დაიკითხება, მოგონილი თემებია, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების განცხადებას, რომლებმაც გუშინ, ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ აღნიშნეს, რომ შესაძლოა დაკავებულზე ზეწოლა განხორციელდეს. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ყველა წესი იქნება დაცული იმისათვის, რომ საქმეზე კითხვები არ დარჩეს. „ყოველგვარი ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ ზეწოლა მოხდება მასზე ან რაღაც განსხვავებული რეჟიმით დაიკითხება, ვიდრე დემოკრატიულ სახელმწიფოს უნდა ახასიათებდეს, ეს არის მოგონილი თემები. არის ძალიან მძიმე ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრული და რასაკვირველია, ყველა წესი იქნება დაცული იმისათვის, რომ კითხვები არ დარჩეს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. ცნობისთვის, ე.წ. მატროსოვის ციხე პროკურატურის წარმომადგენლებმა და დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა გუშინ საღამოს დატოვეს. ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ როგორც ბრალდებული დეკანოზის, ასევე მისი ოჯახის წევრებისა და თავად ადვოკატების უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მან სახალხო დამცველს მოუწოდა ორი დღის განმავლობაში მამა გიორგი მამალაძე მოინახულოს.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)