|
2017-02-25 12:12:22, 2053 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ამერიკელ კონგრესმენებთან შევთანხმდით, რომ სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გამყარდება
„შევთანხმდით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ორ პარლამენტს შორის მეგობრული ურთიერთობები, მომავალში კიდევ უფრო გამყარდება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, დელეგაციის წევრთა სახელებს უკავშირდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება და უკანასკნელი წლების მანძილზე საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების საკითხში აშშ-ის მხარდაჭერის მობილიზება. „ასევე ორ ქვეყანას შორის განათლების, თავდაცვის, უსაფრთხოების, ჯანდაცვის, ხალხთაშორისი ურთიერთობების, ეკონომიკისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება. ჩვენ შეხვედრაზე ვისაუბრეთ აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე. განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რომელთა მიზანია ქვეყნის განვითარება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ასევე ეკონომიკის გაძლიერება, კანონის უზენაესობის კიდევ უფრო გამყარება და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია. საქართველოს პარლამენტი მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის კონგრესთან, ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით. ჩვენი თანამშრომლობა ემსახურება პარლამენტის, როგორც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ეფექტიანობის გაზრდას. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ვიმსჯელეთ ამერიკელ მეგობრებთან საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირების გაღრმავების კონკრეტულ შესაძლებლობებზე. შევთანხმდით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ორ პარლამენტს შორის მეგობრული ურთიერთობები, მომავალში კიდევ უფრო გამყარდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძე. პარლამენტის თავმჯდომარე კონგრესმენებს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. „დიდ მადლობას ვუხდი კიდევ ერთხელ კონგრესის დელეგაციის წევრებს სტუმრობისთვის და საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“, - აღნიშნა კობახიძემ. ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციის შემადგენლობაში კონგრესმენები: პიტერ როსკამი (ილინოისი), დევიდ პრაისი (ჩრდილოეთ კაროლინა), ჯერი კონოლი(ვირჯინია) და ადრიან სმიტი (ნებრასკა) შედიან.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)