08:11 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-23 18:09:01, 1314 ნახვა

საზოგადოება
ირინა სარიშვილი: პატრიარქი აუცილებლად უნდა შეხვდეს დეკანოზ მამალაძეს

„ვერ მოიძებნა ვერცერთი ადამიანი, რომელიც პატრიარქს ეტყოდა, რომ მისული ვარ, დანარჩენმა ყველამ გაიგო, ხაზს ვუსვამ- ყველამ“,-ამის შესახებ ირინა სარიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

სარიშვილის თქმით, ის არავითარ შემთხვევაში არ აპირებას გაჩერებას, რადგან საქმე უდანაშულო ადამიანის სიცოცხლეს ან მის მორალურ განადურებას ეხება.

„დაფაცურდნენ, არ იცოდნენ რა ექნათ ცალკე დაცვას და ცალკე სხვებს. 
ვერ მოიძებნა ვერც ერთი ადამიანი, რომელიც პატრიარქს ეტყოდა რომ მისული ვარ. დანარჩენმა ყველამ გაიგო. ხაზს ვუსვამ – ყველამ.

საშვთა ბიუროში დავტოვე ყველა კოორდინატი (ვითომ არ იციან) და ველოდები ზარს – როგორც კი შეატყობინებენ, დაგირეკავთო. 
უმძიმესი მდგომარეობაა და საპატრიარქოს რიგითი თანამშრომლები, რომლებსაც არაფერს არ ვერჩი, კარგად გრძნობენ ამას.

მადლობა ტელევიზიებს, რომლებმაც ჩემი მისვლისთანავე ჩამწერეს და ამას საინფორმაციო გადაცემებიდან შეიტყობთ.

არ გავჩერდები არავითარ შემთხვევაში, რადგან საქმე ეხება უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეს ან მის მორალურ განადგურებას!

იქაც ვუთხარი ჟურნალისტებს და აქაც გავიმეორებ: თუ ვერ მოხერხდება პატრიარქთან შეხვედრა, ტელევიზიების და სოციალური ქსელის დახმარებით საჭიროა მრავალრიცხოვანი აქცია სიმართლის დასაცავად!

ერთადერთი მეუფე, რომელიც ამ დრომდე ადექვატურ, მოზომილ და სწორ განცხადებებს აკეთებს – მეუფე პეტრეა!

არ გავჩერდები და არ მოვითმენ ამ უსამართლობას, საერთოდ მარტოც რომ დავრჩე!

ცუდად მიცნობთ, ფარისეველთა საბჭო!!!

კიდევ და კიდევ ვიმეორებ: პატრიარქი აუცილებლად უნდა შეხვდეს დეკანოზ მამალაძეს!“,-წერს სარიშვილი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics