02:34 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-23 15:29:31, 1676 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა: მოსმენებზე უმრავლესობის კანონპროექტი სუს-ის გაგრძელებაა, უბრალოდ სააგენტოს ფორმითაა შეფუთული

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ თინა ბოკუჩავას განცხადებით, მოსმენებთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი, სუს-ის გაგრძელებაა და უბრალოდ შეფუთულია სააგენტოს ფორმით.

ბოკუჩავას შეფასებით, აუცილებელია სააგენტოზე არსებობდეს ზედამხედველობის ფუნქცია.

„აუცილებელია სააგენტოზე არსებობდეს ზედამხედველობის ფუნქცია. გთავაზობთ შეიქმნას დამოუკიდებელი სააგენტო, რომელიც პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული და სადაც ორგასაღებიანი სისტემაა. ერთი გასაღები დამოუკიდებელი სააგენტოს ხელშია, მეორე კი სასამართლოსი.  ვფიქრობ, ასე ჯანსაღი სისტემა შეიქმნება, რომელიც  მოქალაქეების უფლებებს და ქვეყნის უსაფრთხოებას დაიცავს. ნაცვლად იმ ერთგასაღებიანი სისტემისა, რომელზეც დღეს უმრავლესობა საუბრობს.

თუ კანონპროექტის შეცვლაზე მსჯელობა არ იქნება, მაშინ ნდობის ჯგუფს უნდა მივცეთ შესაძლებლობა განახორციელოს სააგენტოზე ზედამხედველობა.

საკონსტიტუციო სასამართლომ მოითხოვა ისეთი უწყების შექმნა, რომელიც აღჭურვილია დამოუკიდებლობის მყარი და საკმარისი გარანტიებით, არ აქვს გამოძიების ფუნქცია და პროფესიულად დაინტერებული მოპოვებული ინფორმაციის გაცნობით და რომლის საქმიანობაზეც დაწესებულია კონტროლის ეფექტური მექანიზმები.

საკონსტიტუციო სასამართლოს არც ერთ დაკვეთას უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა, არ ასრულებს“,-აღნიშნა ბოკუჩავამ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics