|
2017-02-21 16:14:06, 2349 ნახვა
სამართალი
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მტკვრის მასშტაბურ გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მდინარე მტკვრის მასშტაბურ გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობს. შსს-ს ინფორმაციით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები მდინარე მტკვრის მასშტაბურ გაწმენდით სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობენ. მათივე ინფორმაციით, ღონისძიება თბილისის მერიის ორგანიზებით ტარდება და მასში, ყოველდღიურად, 50-მდე მეხანძრე-მაშველი და სააგენტოს სპეციალური ტექნიკაა ჩართული. მდინარე მტკვარი და მისი მიმდებარე ტერიტორია წლების განმავლობაში დაგროვილი სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, ლამისგან და ლაქაშისგან გაიწმინდება, ასევე, განხორციელდება იმ გამხმარი ხეების სხვლა-ფორმირება, ზოგ შემთხვევაში – კი მოჭრა, რომლებიც მტკვრის ჯებირს აზიანებენ. შსს-ს საგანგებო სიტაუციების მართვის სააგენტო მტკვრის გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობას მომავალშიც გააგრძელებს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)