|
2017-02-21 14:11:19, 2321 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: მეუფეები ღიად საუბრობენ არსებული სირთულეებზე, კარგი იქნებოდა, პოლიტიკოსებიც ასე საუბრობდნენ
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საპატრიარქოში სასულიერო პირების შეხვედრას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხელმძღვანელობს. როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებს პატრიარქთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, საპატრიარქოში საინტერესო დისკუსია მიმდინარეობს, სადაც არსებული სირთულეების შესახებ ღიად საუბრობენ. „პირველ რიგში, მინდა ყველას გაგიზიაროთ სიხარული იმისა, რომ პატრიარქი საქართველოში დაბრუნდა. თავს მხნედ, ჯანმრთელად გრძნობს. პატრიარქთან ერთად დავესწარი ძალიან ღია და საინტერესო დისკუსიას, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეკლესიასთან მიმართებაში ვითარდება. უწმინდესი ხელმძღვანელობს ამ ძალიან მნიშვნელოვან თავყრილობას. ეს არის თათბირი, სადაც ყველას აქვს განსხვავებული აზრისა და დისკუსიის შესაძლებლობა. ძალიან საინტერესო თათბირია. ასეთი ღიაობა, დემოკრატიულობა, ერთმანეთის აზრის მიღება თავისთავად, კარგი დასანახია. კარგი იქნებოდა, პოლიტიკოსებიც ასე ღიად საუბრობდნენ“, - განაცხადა მარგველაშვილმა. ცნობისთვის, საპატრიარქოში სასულიერო პირების შეხვედრა მიმდინარეობს, რომელზეც ე.წ ციანიდის საქმეს განიხილავენ. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა პატრიარქი გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, გუშინაც მოინახულა.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)