01:21 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-21 10:57:35, 3527 ნახვა

მსოფლიო
ტრამპმა უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად გენერალი მაკმასტერი დანიშნა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მან ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად გენერალი ჰერბერტ რეიმონდ მაკმასტერი დანიშნა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, მაკმასტერი შეერთებული შტატების არმიაში, სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებზე მსახურობდა, მონაწილეობდა ავღანეთის და ერაყის ოპერაციებში.

მედიის ცნობით, გენერალი კელოგი, რომელიც ამ თანამდებობიდან მაიკლ ფლინის გადადგომის შემდეგ დროებით მრჩევლის მოვალეობას ასრულებდა, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ მაიკლ ფლინი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობიდან 14 თებერვალს გადადგა. ფლინმა აღიარა, რომ თეთრ სახლს არასრული ინფორმაცია მიაწოდა აშშ-ში რუსეთის ელჩთან სერგეი კისლიაკთან კონტაქტების შესახებ, რის გამოც პრეზიდენტ ტრამპს ბოდიში მოუხადა და თანამდებობა დატოვა. ტრამპმა მისი განცხადება დააკმაყოფილა. მოგვიანებით, ფლინმა განაცხადა, რომ კისლიაკთან არა სანქიცებს, არამედ აშშ-დან 35 რუსი დიპლომატის გაძევების საკითხს განიხილავდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics