14:29 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-20 19:12:03, 2684 ნახვა

მსოფლიო
ანექსირებული ყირიმის ე.წ სასაზღვრო სამსახურმა საქართველოს მოქალაქე დააკავა

ანექსირებული ყირიმის ე.წ სასაზღვრო სამსახურმა საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელიც უკრაინაში გამგზავრებას ყალბი საბუთით ცდილობდა, - ამის შესახებ Tass-ი სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მოქალაქემ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაცემული პასპორტი წარადგინა. 

"შემოწმებისას დადგინდა, რომ დოკუმენტი არსებულ ნორმებს არ აკმაყოფილებდა, შეიცავდა ორთოგრაფიულ შეცდომებს  და ჩვეულებრივი პრინტერით იყო დაბეჭდილი. ამასთან, საბუთს ეტყობოდა, რომ სპეცშეკვეთით იყო დამზადებული", - ნათქვამია ე.წ სამსახურის განცხადებაში. 

მედიის ცნობით, 55 წლის კაცმა განმარტა, რომ ის საქართველოს მოქალაქეა და ძალოვნებს აღიარებითი ჩვენება მისცა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „რუსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთის“, "თავდაცვის მომზადებისა და მცდელობის" საქმეზე. 

საქართველოს მოქალაქეს 200 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმა ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ინფორმაციის გადასამოწმებლად "ექსპრენიუსი" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განაცხადეს, ამ ეტაპზე მსგავსი ინფორმაცია რუსული მხარის მიერ შვეიცარიელების გავლით, მათთან არ არის შემოსული. 

"ვესაუბრეთ მოსკოვის კონსულს და მსგასი ფაქტის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ მიღებული. ამ ეტაპზე, ვერც ვადასტურებთ და ვერც უარვყოფთ. ზოგადად, შეიძლება დღევანდელი ფაქტია და ელემენტარულად ბიუროკრატიაა, რომ არ არის მისული ეს ინფორმაცია ჩვენამდე, არის ასევე ის მომენტი, რომ მოქალაქეს შეუძლია მოითხოვოს მისი ვინაობის არგამხელა მისივე ქვეყნის საკონსულო სამსახურთან და ასეთ შემთხვევაში ვალდებულია ყველა ქვეყანა, რომ დაიცვას კონფიდენციალურობა. ამ ეტაპზე მსგავსი ინფორმაცია რუსული მხარის მიერ შვეიცარიელების გავლით, ჩვენთან არ არის შემოსული", - განუცხადეს "ექსპრესნიუსს" საგარეო უწყებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics