11:37 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-20 18:37:12, 2909 ნახვა

ეკონომიკა
საქართველო-სომხეთის საზღვარზე ახალი ხიდი აშენდება

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საკომიტეტო მოსმენაზე განიხილა და მხარი დაუჭირა სასესხო შეთანხმებას საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის, რომელიც სადახლო - ბაგრატაშენის ახალი ხიდის მშენებლობას შეეხება. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ფინანსთან სამინისტროდან აცნობეს. 

მათი ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი განსახილველად  საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. 

მათივე ცნობით, აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს 6 მილიონი ევროს ღირებულების შეღავათიანი სესხი გამოუყო. ამ თანხით საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ხიდი აშენდება. 

პროექტს განახორციელებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics