|
2017-02-20 16:32:28, 2675 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
მიხეილ რამიშვილი: მამა გიორგი მამალაძეს ბრალი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობაში ედება
დეკანოზ გიორგი მამალაძის ახალი ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მამალაძეს ოფიციალურად ბრალი პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობაში ედება. როგორც რამიშვილმა აღნიშნა, დეკანოზი ბრალს არ აღიარებს. "საბრალდებულო დოკუმენტში მითითებულია შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობა. ასევე, როდესაც განხორციელდა მამა გიორგის დაკავება, მისი ბარგი 6 საათისა და 40 წუთის დაგვიანებით მიიტანეს", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა რომ, ბარგში ციანიდი ჩაედოთ, მიხეილ რამიშვილის თქმით. ამასთან დაკავშირებით რაიმე ვერსია ჯერ არ აქვს. ცნობისთვის, ადვოკატ მიხეილ რამიშვილს გაუთქმელობის დოკუმენტზე ხელი მოწერილი არ აქვს. დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. მატროსოვის ციხიდან ჩაფიძის გულის ცენტრში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ზაზა ლაზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დეკანოზი მათთან გონების დაკარგვის დიაგნოზით შეიყვანეს. მამა გიორგი მამალაძე ჯერჯერობით ისევ კლინიკაში რჩება. ამ წუთებში ექიმების კონსილიუმი მიმდინარეობს. რამდენიმე წუთში გაირკვევა დარჩება თუ არა დეკანოზი გიორგი მამალაძე საავადმყოფოში. შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)