|
2017-02-20 10:38:39, 2133 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
მეუფე პეტრე: ერშიც და ბერშიც, საეკლესიო და სახელისუფლებო მმართველობაში პრინციპულობის პრობლემა გვაქვს
„ერშიც და ბერშიც, საეკლესიო და სახელისუფლებო მმართველობაში აშკარაა, რომ ჩვენ პრინციპულობის პრობლემა გვაქვს“, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ „იმედის დროს“ განუცხადა. მეუფემ პრემიერ-მინისტრზე და საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, გიორგი კვირიკაშვილს დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. „პრემიერის გამოსვლას რაც შეეხება, ძალიან ვწუხვარ, მე მას ვიცნობდი როგორც პატიოსან, მორწმუნე, ეკლესიურად მოაზროვნე ადამიანს, მაგრამ რაც აშკარაა ქვეყანაში ერშიც და ბერშიც, საეკლესიო და სახელისუფლებო მმართველობაში ჩვენ გვაქვს პრობლემა პრინციპულობის. უპრინციპო ადამიანები არიან წარმოჩენილი ამის გამო ვართ ამ მძიმე მდგომარეობაში. მე ვფიქრობ, რომ დღეს ქვეყანა როგორც არასდროს ისე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიყოს პარტიულ მიმდინარეობებად. დღეს ქვეყანა უნდა დადგეს ფეხზე და უნდა დაიყოს პრინციპულებად და უპრინციპო ადამიანებად, მართლებად და ფარისევლებად, მატყუარებად და მართლებად. ეს არის მგონი გამოსავალი. ორი ვარიანტია, ან ის არის დეზინფორმირებული როგორც არაერთგზის, როგორც პატრიარქი გვინახავს ამ მდგომარეობაში და რა თქმა უნდა ეს გარემოცვის ბრალია, მაშინ მან უნდა უნდა გადადგას სასწრაფოდ ნაბიჯები, დაგვიმტკიცოს, რომ ის მართავს პროცესებს. ან თუ მას აქვს სწორი ინფორმაცია, თუ რა უდანაშაულო მღვდლის გაწირვის მცდელობასთან აქვს საქართველოს ბოროტ ძალებს ადგილი და ამას აკეთებს ეს უკვე დიდი დანაშაულია“,-განაცხადა მეუფე პეტრემ.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)