22:43 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-19 17:38:33, 2061 ნახვა

პოლიტიკა
შალვა შავგულიძე „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარედ აირჩიეს

„თავისუფალი დემოკრატებმა“  რიგით მეხუთე, რიგგარეშე ყრილობა გამართეს, სადაც პარტიის თავმჯდომარედ შალვა შავგულიძე აირჩიეს.

შავგულიძემ პარტიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგორც მან

აღნიშნა, პარტიის პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება.

 მისივე თქმით, ისინი თვითმმართველობის არჩევნებისთვის აქტიურად ემზადებიან.

დღევანდელ ყრილობაზე პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე აირჩიეს თამარ კეკენაძე, პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე ნინო გოგუაძე, აღმასრულებელი მდივნის პოსტზე კი ლევან სამუშია.

პარტიის ყრილობას სტუმრის სტატუსით  „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ალასანია დაესწრო.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics