03:36 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-19 15:48:39, 1473 ნახვა

საზოგადოება
გიორგი გაბუნია: „რუსთავი 2“ უკვე ეთერშია და ეს ასეც გაგრძელდება

”სანამ გამოვიდოდი, ვფიქრობდი, რამე ისეთი არ მეთქვა, რომ მიტინგი დამეშალა. ჩვენი ადგილი აქ არ არის, ჩვენი ადგილი სტუდიებშია, კამერებთან, იქ, სადაც თქვენი ხმა უნდა მივაწვდინოთ საქართველოს“,-ასე მიმართა გადაცემა „არჩევანის“ და „პოსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ თბილისის პარლამენტის შენობასთან შეკრებილ „რუსთავი2“-ის მხარდამჭერებს.

მისივე თქმით, "რუსთავი2" ეთერში ბრუნდება:

„ აქ წყდება ქვეყნის ბედი. ერთად უნდა ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ ქვეყნის ბედი წყდება „რუსთავი 2“-ის მოედანზე. ამ ომიდან ხელისუფლება დამარცხებული გამოვა. „რუსთავი 2“ უკვე ეთერშია და ეს ასეც გაგრძელდება. დავბრუნდით თქვენთან ერთად. ყველა ერთად გამოვჩნდით თქვენთვის. უმძიმესი ზეწოლის ქვეშ გვიწევს მუშაობა, მაგრამ ეს დიდი ხნის წინ დაიწყ,  მაგრამ ხარისხი არ დაგვიგდია. კიდევ უფრო მეტი მონდომებით ვმუშაობთ. პოსკრიპტუმი ისევ გავა ეთერში. ვერავინ შეამჩნევს, რომ გადაცემის ავტორები ნახევარი დღე ქუჩაში იდგნენ. რამდენიც არ უნდა დაგვემუქრონ, მაინც პირველები ვიქნებით. ჩვენ ასეთები ვართ, ჩვენ „რუსთავი 2“ ვართ”,- განაცხადა გაბუნიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics