03:37 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-19 00:11:20, 1279 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი: პატრიარქის ოპერაციის წინა დღეს, გავუფრთხილდით მას და თავი შევიკავეთ დაკავების ინფორმაციის გამოქვენებისგან

ჩვენ, პატრიარქის ოპერაციის წინა დღეს, მაქსიმალურად გავუფრთხილდით მას, არ გვინდოდა მისი აღელვება და თავი შევიკავეთ დაკავების ინფორმაციის გამოქვენებისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მას შემდეგ რაც პატრიარქი საქართველოში დაბრუნდება, ამ საკითხის ირგვლივ სრულ ინფორმაციას მიიღებს. მისივე თქმით, სახელმწიფო, რა თქმა უნდა, მოქმედებს იმ საკანონმდებლო ჩარჩოში, რომელიც მას გააჩნია და სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს.

„ჩვენ, პატრიარქის ოპერაციის წინა დღეს, მაქსიმალურად გავუფრთხილდით მას, არ გვინდოდა მისი აღელვება და თავი შევიკავეთ დაკავების ინფორმაციის გამოქვენებისგან. სამწუხაროდ, ასე არ მოიქცა ერთ-ერთი მედიასაშუალება, რომელმაც გამოაქვეყნა ეს ინფორმაცია და ჩვენ მოგვიწია, შემდეგ მოპასუხის რეჟიმში ყოფნა. ამ პირობებშიც, ჩვენ თავი შევიკავეთ გამოძიების მასალების გამოქვეყნებისგან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მას შემდეგ, რაც პატრიარქი დაბრუნდება საქართველოში და მიიღებს სრულ ინფორმაციას ამ საკითხის ირგვლივ, მას ექნება შესაბამისი პოზიცია ამ საკითხის თაობაზე. სახელმწიფო, რა თქმა უნდა, მოქმედებს იმ საკანონმდებლო ჩარჩოში, რომელიც მას გააჩნია და სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს.

​რაც შეეხება იმას, თუ რა აღქმა შეიქმნა სხვადასხვა განცახდებების შემდეგ, ბუნებრივია, ეს იყო ძალიან მგრძნობიარე საკითხი. მე ამაზე გავაკეთე განცხადება, როცა ხდება პიროვნების დაკავება ასეთი ნივთიერებით, რომელიც მიემგზავრება პატრიარქთან, ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ დავუშვათ ყველანაირი სცენარი, ამიტომ განცხადებაც გავაკეთეთ და მივიღეთ შესაბამისი პრევენციული ზომები, იმისთვის, რომ არ მომხდარიყო დიდი უბედურება. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა უნდა მივცეთ საშუალება გამოძიებას, რომ მათ წარმართონ პროცესი, რათა სრული ინფორმაცია, გახდეს ნათელი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics