|
2017-02-18 16:06:26, 1282 ნახვა
რეგიონი
გორის რაიონის სოფლებში ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში მოქმედ პროგრამებს გაეცნენ
გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თენგიზ ხუბულური, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნლებთან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამების მენეჯერებთან და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ფერმერებს შეხვდა. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამების -„აგროდაზღვევა“ და „დანერგე მომავალი“ - მენეჯერებმა გორის რაიონის სოფლების, ტყვიავისა და ვარიანის მცხოვრებ ფერმერებს სრული ინფორმაცია მიაწოდეს პროგრამებით გათვალისწინებული სარგებლის შესახებ და ფერმერების შეკითხვებს უპასუხეს. „აგროდაზღვევის პროგრამის“ ფარგლებში, ბენეფიციარს შეუძლია 5ჰა-მდე მიწის ნაკვეთი დააზღვიოს. თითოეული დამზღვევი 70% - იან თანადაფინანსებას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე 50%-ს. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს: ცნობისთვის, სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა მეწარმეებს დამატებით ბიძგს აძლევს წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
(NS)
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)