|
2017-02-16 18:54:38, 788 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობა რეგიონში დიდთოვლობის შესახებ უახლეს ინფორმაციას აქვეყნებს
აჭარის რეგიონში მთელი დღის განმავლობაში თოვს. ახალი ნალექის სიმაღლე მაღალმთიან სოფლებში 1 მეტრამდე აღწევს. ამ დროისთვის სამუშაოებს ადგილობრივი მუნიციპალური ტექნიკის გარდა, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 20 ერთეული მძიმე ტექნიკა ახორციელებს. მაღალი გამავლობის ტრანსპორტის მოძრაობა შეუფერხებლად ხორციელდება ყველა მიმართულებით. ამ ეტაპზე საავტომობილო გზების გაწმენდა მიმდინარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში 19 მიმართულებით. შუახევის მუნიციპალიტეტში 7 მიმართულებით. ხულოს მუნიციპალიტეტში 2 თემის მიმართუილებით. თოვას ქედაში პერიოდულად ძლიერი ქარიც ერთვის. ბოლო ინფორმაციით უკვე დასრულდა დაბის ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები, ხოლო საგზაო დეპარტამენტის ქედის წარმომადგენლობა 12 მიმართულებით აგრძელებს საავტომობილო გზების გაწმენდით სამუშაოებს. მობილიზებულია შესაბამისი ჯგუფები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მუნიციპალიტეტში შესაბამისი ორგანიზაციები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. შუქი შეფერხებით მიეწოდება მაღალმთიანი აჭარის 1000-მდე აბონენტს. შესაბამისი სამსახურები ინტენსიურად მუშაობენ დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენაზე.
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)