|
2017-02-16 17:50:23, 2174 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
სერგეენკო: მთავრობის გადაწყვეტილება არ შეიცვლება, სადაზღვევო კომპანიებს შეუძლიათ ეს საკითხი დაივიწყონ
მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება არ შეიცვლება და სადაზღვევო კომპანიებს შეუძლიათ ეს საკითხი დაივიწყონ, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კერძო დაზღვევის მქონე პირების სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამიდან გამიჯვნის საკითხზე საუბრისას განაცხადა. როგორც სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, უწყებამ კერძო სადაზღვევო კომპანიევს განახლებული ბაზების თხოვნით მიმართა, თუმცა მისივე ინფორმაციით, კომპანიებმა შესაბამისი მონაცემები არ მიაწოდეს. „2013 წელს მიღებული იყო გადაწყვეტილება, როცა კერძო დაზღვევის მონაწილეები გაემიჯნენ საყოველთაო დაზღვევის მონაწილეებს და უკვე შეიქმნა მოძველებული ბაზა. მაშინ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ სადაზღვევო კომპანიებს მთავრობისთვის უნდა წარედგინათ 2013 წლამდე არსებული ბაზები, თუმცა ეს არ მოხდა. 2013 წლის შემდეგ უკვე შეიცვალა ძალიან ბევრი რამ. ადამიანების ნაწილმა დაკარგა კერძო დაზღვევა და ვეღარ გახდა საყოველთაო დაზღვევის მონაწილე. რეალურად ისინი არიან დისკრიმინებული ადამიანები და ამ ყველაფრის მიზანი განუახლებელი ბაზები იყო. თუმცა არსებობდნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ კერძო დაზღვევა და გახდნენ საყოველთაო დაზღვევის მონაწილეები. შემდგომ შეიძინეს კერძო დაზღვევა და ორივე ფინანსური უზრუნველყოფა გააჩნდათ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სადაზღვევო კომპანიებს ჩვენთვის უნდა მოეწოდებინათ განახლებული ბაზები. ჩვენ მათ მივმართავდით თხოვნით, წერილობით, ყველანაირი ფორმით, თუმცა განახლებული ბაზები არ მოგვაწოდეს”, - განაცხადა დავით სერგეენკომ. მისივე თქმით, კომპანიებთან მუდმივი კომუნიკაცია მიმდინარეობდა, რათა მთავრობისთვის განახლებული ბაზები წარედგინათ. მინისტრის ინფორმაციით, კომპანიები აცხადებენ, რომ ბაზების წარსადგენად მზად არიან, თუმცა სინამდვილეში ამას არ აკეთებენ. ჯანდაცვის მინისტრი პრობლემის სათავედ სადაზღვევო კომპანიების მოგებას მიიჩნევს. „ჩვენი გათვლით, არსებული ნაკლებად გამჭვირვალე სისტემის ხარჯზე ყოველთვიურად სახელმწიფო ბიუჯეტის, ანუ ჯანდაცვის ბიუჯეტიდან მილიონს მოიხმარს სადაზღვევო კომპანიები. ვვარაუდობთ, რომ ეს თანხა ზოგიერთი კომპანიის ანგარიშზე მიდის. ახლა კი, როცა სადაზღვევო ინდუსტრიის ზოგიერთი წარმომადგენელი დეკლარირებს, რომ უნდა მსჯელობა და საკითხის განხილვა, სინამდვილეში ეს არის დროის გაყვანის მცდელობა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. სერგეენკოს განმარტებით, მთავრობის დადგენილებით, სადაზღვევო კომპანიებს მიეცათ დავალება, რომ განახლებული ბაზები 2017 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით წარადგინონ და ბაზების წარდგენის ბოლო ვადა 23 თებერვალია. მინისტრის ვარაუდით, სისტემის მოწესრიგების შემდეგ ბაზების განახლება მუდმივი პროცესი უნდა გახდეს, „თუმცა იმ ადამიანებს, ვინც კერძო დაზღვევას დაკარგავენ და საყოველთაო დაზღვევაში მოხვედრა მოუნდებათ, სერიოზული ბარიერები დახვდებათ მათი შემოსავლიდან გამომდინარე“. შეგახსენებთ, სადაზღვევო კომპანიები მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების გაუქმებას ითხოვენ.
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)