02:22 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-16 16:43:57, 983 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს შეუერთდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს შეუერთდა.   

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ დღეს პროზაიკოსი და ტელეჟურნალისტი, ეკატერინე ტოგონიძე ესტუმრა და ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეებს შეხვდა.

სტუმარი ახალგაზრდებს წიგნის მნიშვნელობისა და საკუთარი შემოქმედების შესახებ ესაუბრა; განიხილეს რამდენიმე საინტერესო მოთხრობა და მათი პერსონაჟები. ეკატერინე ტოგონიძე ლიტერატურული პრემია „საბა 2012“-ის ლაურეატია; მისი მოთხრობები იბეჭდება ქართულ და უცხოურ გამოცემებში. მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული ჯილდო.

აღსანიშნავია, რომ წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე, 2010 წლიდან, მსოფლიოს 100 ქვეყანაში აღინიშნება და მასში 30 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. საქართველო ამ თარიღს უკვე მეორედ აღნიშნავს.  მისი მიზანი წიგნიერებისა და წიგნის კითხვის პოპულარიზაციაა.

იუსტიციის სამინისტრო სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახალგაზრდებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებს. ამ კუთხით აღსანიშნავია ერთ-ერთი წარმატებული პროექტი - „წიგნის კლუბი“, რომელშიც ჩართულნი არიან 14-18 წლის მოზარდები. „წიგნის კლუბის“ ფარგლებში მოზარდები ეცნობიან ლიტერატურულ ნაწარმოებებს, განიხილავენ მათ ავტორებსა და პერსონაჟებს.   პროექტი „წიგნის კლუბი“ თბილისის გარდა, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქის იუსტიციის სახლებშიც მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics