|
2017-02-16 14:17:10, 2430 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ Mastercard ბარათის მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს, ჩემპიონთა ლიგის ფინალს დაესწრონ
„საქართველოს ბანკი“ მსოფლიო გადახდების კომპანია Mastercard-თან ერთად, ექსკლუზიურ აქციას იწყებს. ბანკის ინფორმაციით, მომხმარებელს, ვინც საქართველოს ბანკის Mastercard-ის ბარათით ყველაზე მეტ ტრანზაქციას განახორციელებს, აქციის ფარგლებში სხვადასხვა პრიზები გადაეცემა. 30 აპრილს კი სხვა გამარჯვებულებთან ერთად გამოვლინიდება 3 თვის საუკეთესო გადამხდელის ვინაობა, რომელსაც საჩუქრად გათამაშების მთავარი პრიზი - 2 კაციანი საგზური უეფას ჩემპიონთან ლიგის 2017 წლის ფინალურ მატჩზე, გადაეცემა. აღნიშნული ფინალი უელსის დედაქალაქ კარდიფში გაიმართება. მთავარი პრიზი მოიცავს: ავიაბილეთების, აერპორტში სტრანსფერის, სასტუმროს, დაზღვევის და სავიზო მოსაკრებელის ხარჯებს. აქციაში მონაწილეობისთვის, საჭიროა მომხმარებელმა განახორციელოს საქართველოს ბანკის Mastercard-ის ბარათით მინიმუმ 10 ლარის ოდენობის ტრანზაქცია (ექვივალენტი სხვა ვალუტაში). გათამაშებაში გათვალისწინებული იქნება სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში, ასევე ონლაინ შესყიდვისას საქართველოს ბანკის Mastercard-ის ბარათებით განხორციელებული გადახდები. აქციის ფაგრგლებში ჯამში 800-ზე მეტი ადამიანი დასაჩუქრდება სხვადასხვა საინტერესო პრიზებით. (R)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)