01:29 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-15 18:35:12, 1142 ნახვა

საზოგადოება
გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება შეიქმნება

სასჯელაღსრულების სისტემაში გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება იქმნება, რომელშიც მსჯავრდებულები გათავისუფლებისთვის  მომზადდებიან. ამის შესახებ "ექსპრენიუსს" უწყებიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ახალი ტიპის დაწესებულების შექმნის მიზნებსა და უპირატესობებზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

მინისტრის თქმით, უწყება უზრუნველყოფს მსაჯვრდებულისთვის სასჯელის მოხდის ღირსეული პირობების შექმნას, თუმცა, ასევე, ზრუნავს იმაზე, რომ გათავისუფლების შემდეგ, პირმა მარტივად შეძლოს გარემოსთან ადაპტაცია. 

„ჩვენთვის პატიმართა რესოციალიზაცია პრიორიტეტულია. ამ მხრივ, მსჯავრდებულებს მრავალფეროვან პროგრამებს ვთავაზობთ.  ადამიანს გათავისუფლების შემდეგ საკუთარი თავის, ოჯახის შენახვის საშუალება უნდა ჰქონდეს. უნდა შეეგუოს გარე სამყაროს ისე, რომ კანონთან კონფლიქტში აღარ მოვიდეს. განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის პირს, ციხეში მრავალი წლის გატარება უწევს და რეალურად, სულ სხვა გარემოში თავისუფლდება.  გარესამყაროსთან ადაპტაციისა და განმეორებითი დანაშაულის პრევენციის მიზნით, საჭიროა სხვადასხვა სახის პროგრამა“, - განაცხადა მინისტრმა.  

გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში  დაბალი რისკის პატიმრები განთავსდებიან, რომლებსაც სასჯელის ვადის ამოწურვამდე 6 თვე ექნებათ დარჩენილი. მათ საშუალება მიეცემათ უქმე დღეებში დატოვონ დაწესებულება, მოიგვარონ სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო საკითხები, ასევე, დასაქმდნენ და სამსახურიდან შესაბამისი ცნობის წარდგენის შემდეგ, პენიტენციური დაწესებულებიდან მუშაობის მიზნით, სამუშაო დღეებშიც გავიდნენ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics