00:14 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-14 17:34:06, 1227 ნახვა

საზოგადოება
თხილვანას მოსახლეობა ეკომიგრანტთა განსახლების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო

სამთავრობო კომისიასა და თხილვანის მოსახლეობას შორის მოლაპარაკება შედგა. ერთთვიანი მოლაპარაკებების პროცესში  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე პირადად იყო ჩართული.

ეკომიგრანტთა განსახლების სახელმწიფო პროგრამაში 90-ზე მეტი ოჯახი ჩაერთო.  მათი უმრავლესობა 25 ათას ლარიან კომპენსაციას მიიღებს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით დარჩენილ 5 ოჯახთან მოლაპარაკება დღეს შედგა. ისინი უახლოეს მომავალში დარეგისტრირდებიან ეკომიგრანტთა საერთო ბაზაში. ეკომიგრანტებზე კომპენსაციების გაცემა მარტის ბოლოს დაიწყება. პირველ ეტაპზე მოხდება მათი განსახლება, ვისაც სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება არ მიუღიათ და  მდინარის პირას მდებარე ოჯახებისა.

,,მე პირადად ვიყავი ჩართული მოლაპარაკების პროცესში. ჩვენ მივედით თითოეულ ოჯახთან  და ინდივიდუალურად შევისწავლეთ მათი მდგომარეობა. მოლაპარაკებამ შედეგი გამოიღო. მოხდება ამ ოჯახების უსაფრთხო ადგილებზე გადაყვანა. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ადამიანების უსაფრთხოებაზე ზრუნვაა"-აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

ხულოში, სოფელ თხილვანაში მეწყერი ჩამოწვა. საშიშროება შეექმნა 90-ზე მეტ ოჯახს. თხილვანელების უსაფრთხო ადგილზე განსახლების პრობლემა არსებული სახელმწიფო პროგრამების დახმარებით გადაიჭრა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics