|
2017-02-14 11:41:58, 862 ნახვა
რეგიონი
ესტონელები აჭარაში მოგზაურობით ინტერესდებიან
აჭარის ტურისტულმა შესაძლებლობებმა და ქართულმა სამზარეულომ ესტონელების მოწონება დაიმსახურა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბალტიისპირეთში ყველაზე ძველ და ფართომასშტაბიან გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი დამოუკიდებელი სტენდით წარადგინა. კულინარიული მასტერკლასებისას ვიზიტორებისთვის იქვე მომზადდა აჭარული ხაჭაპური, ჩურჩხელები და სხვა ქართული კერძები, რამაც სტუმრების განსაკუთრებული ჩართულობა და დაინტერესება გამოიწვია. როგორც რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაცნობისას გაირკვა, გამოფენაზე მოსული ვიზიტორების უმრავლესობა დაინტერესებულია ბათუმში და ზოგადად საქართველოში მოგზაურობით. აჭარის სტენდი გამოფენაზე ესტონური მედიის ყურადღების ქვეშაც მოექცა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ესტონელი ვიზიტორების რეგიონში მოზიდვის მიზნით წელს პირველად, მარკეტინგულ და პიარ კამპანიებს ესტონეთშიც იწყებს. გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლები უკვე შეხვდენენ სარეკლამო კომპანიებისა და ტურსააგენტოების წარმომადგენლებს, რომლებიც გეგმავენ ესტონელი ტურისტები აჭარითა და საქართველოთი დააინტერესონ. „ესტონეთი ერთ-ერთია იმ ახალ სამიზნე ქვეყნებს შორის, სადაც აჭარის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებას ვგეგმავთ. რეგიონისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი დიდია და ვფიქრობთ, ეფექტური სარეკლამო კამპანიების წარმოების შემთხვეევაში კიდევ უფრო მეტ ადამიანს დავაინტერესებთ იმოგზაურონ აჭარაში“, - აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნონა მარკარიანმა.
(NS)
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)