00:17 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-13 15:38:08, 1243 ნახვა

საზოგადოება
საგარეო უწყება დიპლომატიურ სამსახურში დასაქმების მსურველთათვის ღია კონკურსს აცხადებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიურ სამსახურში დასაქმების მსურველთათვის ღია კონკურსს აცხადებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, კონკურსის მიზანია სამინისტროს ცენტრალურ აპარატში არსებული ვაკანტური თანამდებობებისა და დიპლომატიური სამსახურის რეზერვის შევსება შესაბამისი განათლების, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტებით.

„დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხულ პირს უფლება აქვს, რეზერვში ყოფნის პერიოდში ახორციელებდეს ანაზღაურებად საქმიანობას სხვა დაწესებულებაში. დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ყოფნის დრო ითვლება დიპლომატიური სამსახურის სტაჟში. დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ყოფნის მაქსიმალური ვადა 3 წელია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უზრუნველყოფს დიპლომატიურ სამსახურში შესვლის თანაბარ შესაძლებლობებს მათი უნარის, კვალიფიკაციისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ვაკანტური თანამდებობების, კონკურსის ვადებისა და პროცედურების, ასევე საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილონ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე: www.hr.gov.ge“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics