|
2017-02-13 12:58:57, 2508 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
მეუფე ნიკოლოზი: პატრიარქს მისი შესაძლო მოწამვლის არ სჯერა
ახალქალაქისა და კუმურდოს, სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ პატრიარქს მიწი მოწამლვის ფაქტის არ სჯერა. მიტროპოლიტი ამბობს, რომ პატრიარქი მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენეს. როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, ილია მეორის მოწამლვის შესაძლო ფაქტი აბსურდულია. „მე მაგალითად ჩემს აზრსაც გეტყვით და სხვა მღვდელმთავრებისაც და თვითონ პატრიარქსაც, რომ ვუთხარით ისიც ზუსტად ასე ამბობს: მე არ მჯერა, რომ საქართველოში, რომელსაც შეიძლება ასეთი აზრი გაუჩნდეს თავში. ჯერ ერთი რატომ მაგრამ რატომღაც, წარმოუდგენლად მიმაჩნია, აბსოლუტურად. არც პატრიარქს არ ჯერ ამის და არც მღვდელმთავრებს. სულ ამაზე ვსაუბრობთ. რომ დაკავებულია სასულიერო პირი, ეს პატრიარქმა არ შეიძლება რომ არ იცოდეს, მაგრამ რა იყო, როგორ იყო, ეს არავინ ვიცით. რაც შეეხება იმას, რომ ასეთი აჟიოტაჟია ამაზე ატეხილი, არ ვიცი რა არის, მაგრამ თუ რაიმე სერიოზული ამბავია, ცხადია, რომ ამას ის სამსახურები, რომლებიც ამითი არიან დაკავებულები, ამას არც ჩვენ მოგვიყვებიან, არც თქვენ მოგიყვებიან ცხადია“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. შეგახსენებთ, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი და საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, მამა გიორგი მამალაძე დააკავეს. ტელეკომპანიის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გიორგი მამალაძე პარასკევს გამთენიისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაშინ დააკავეს, როდესაც მან საზღვარი გადაკვეთა და თვითმფრინავში ჩასაჯდომად ემზადებოდა. ამ დრომდე უცნობია რომელმა უწყებამ, ჩაატარა დაკავების ოპერაცია.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)