08:23 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-13 22:39:01, 3743 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: პროვინციული დიქტატურა საქართველოში ვერ გაიხარებს

მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი დაბრუნება ქართველი ხალხის სურვილით მოხდება. ასე უპასუხა ექსპრეზიდენტმა "კურიერის" კითხვას, თუ როდის შეიძლება დაბრუნდეს ის საქართველოში.

"ამას გააკეთებს ქართველი ხალხი, მე დარწმუნებული ვარ შეიცვლება გეოპოლიტიკური სიტუაცია. რუსეთი ძალიან სუსტდება, ჩვენი მეგობრები ძლიერდებიან. ძალიან სწრაფად ვითარდება გეოპოლიტიკა, ძალიან სწრაფად იცვლება ვითარება, ივანიშვილისთვის ძალიან ცუდი კომბინაცია დაჯდა მოვლენების და პროვინციული დიქტატურა საქართველოში ვერ გაიხარებს." - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტმა ასევე ისაუბრა უკრაინის მთავრობაში დანიშნულ ყოფილი ხელისუფლების წევრებზეც და თქვა, რომ უკრაინის მთავრობაში კიდევ დაინიშნებიან ყოფილი მაღალჩინოსნები, თუმცა არ დაუკონრეტებია საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წევრებისგან ვინ შეიძლება ვიხილოთ უკრაინის ხელისუფლებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის დაზვერვამ ევროპა გააფრთხილა, რომ პუტინი „ჰიბრიდულ“ თავდასხმას ამზადებს
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics