|
2017-02-11 13:16:07, 1324 ნახვა
რეგიონი
შემოსავლების სამსახურმა ფოთის გეზ-ში მედიატური მოაწყო
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით, საქართველოს მედიის წარმომადგენლებისთვის ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მედიატური გაიმართა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა მოისმინეს პრეზენტაციები იმ მომსახურებისა და კონტროლის ღონისძებების შესახებ, რომელთაც შემოსავლების სამსახური ახორციელებს. ასევე იმყოფებოდნენ ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, სადაც გემის დაცლის, კონტეინერების შემოწმებისა და ტვირთის გაფორმების პროცესს დაესწრნენ. ფოთში მედიატურის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი თაბუაშვილმა. „მედიატურის მონაწილეები ასევე გაეცნენ, თუ როგორ ხორციელდება ეფექტური და ამავე დროს ოპერატიული და სწრაფი კონტროლი, იმისათვის, რომ ხელი არ შეეშალოს იმპორტის განხორციელებას ქვეყანაში. ისინი ასევე გაეცნენ ახალ სერვისებს, რომელთაც შემოსავლების სამსახური იმპორტიორებს სთავაზობს. მსგავსი კონტროლის საშუალებები დანერგილია ყველა საბაჟო-გამშვებ პუნტებზე და ვიმედოვნებთ, კერძო სექტორთან პარტნიორული ურთიერთობების შედეგად, შევძლებთ ბალანსის დაცვას და ერთი მხრივ, კონტროლის გაძლიერებას და მეორე მხრივ, კერძო სექტორის საქმიანობის ხელშეწყობას“, - განაცხადა გიორგი თაბუაშვილმა.
(NS)
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)