23:27 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-10 18:29:59, 2657 ნახვა

სამართალი
გოცირიძე: საკონსტიტუციო სასამართლოში არჩეული მანანა კობახიძე კონტრრევოლუციას მოახდენს

საკონსტიტუციო სასამართლოში არჩეული მანანა კობახიძე კონტრრევოლუციას მოახდენს, - ამის შესახებ ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

რომან გოცირიძემ "ქართული ოცნების" წევრებს მიმართა და აღნიშნა, რომ მანანა კობახიძის წყალობით, საკონსტიტუციო სასამართლო ვერასდროს მიიღებს ისეთ დოკუმენტს, რომელმაც მოსმენებთან დაკავშირებით არაკონსტიტუციური და უკანონო კანონი შეაჩერა.

“პარლამენტი ამ საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში, რა თქმა უნდა, ინიცირებულ კანონპროექტს მიიღებს. ჩვენ დაგვეკარგა ბოლო შანსი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ისეთივე გადაწყვეტილება მიიღოს, როგორც წინა კანონზე მიიღო. როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სასამართლოში დაბანაკებული პირების მიერ განხორციელებული რევოლუციის შედეგად. ჩვენ რევოლუციონერი მოსამართლეები გვყოლია! საკონსტიტუციო სასამართლოში არჩეული მანანა კობახიძე კონტრრევოლუციას მოახდენს”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics