|
2017-02-10 16:54:01, 1870 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბობოხიძე ბესელიას: ჩემი ადვოკატი რომ იყოთ, რას მირჩევთ, როგორ უნდა დავიცვა თავი სუს-ისგან
„ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას მიმართა. ბობოხიძე დაინტერესდა, ბესელიამ, თუ რამდენ ქვეყანაში ახორციელებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები პოლიტიკოსების წინააღმდეგ საუბრების მონტაჟს. "იცით რამდენ ქვეყანაში მომხდარა ფაქტი, როდესაც უსაფრთხოების სამსახურებს გაუკეთებიათ მონტაჟი პოლიტიკოსების საუბრიდან და სხვადასხვა დროს სხვადასხვა საიტებზე დაუდიათ. მერე ეს თვითონვე გამოუყენებიათ საფუძვლად წინასაარჩევნო თუ დროებითი საზოგადოებრივი აზრის შექმნის მიზნით? მოდით ვნახოთ ასეთი სიტუაცია. მე ველაპარაკები მეგობარს და ვეუბნები, რომ - "აი ნარმანია რას აკეთებს?! გადაჩეხა მწვანე ნარგავები, თბილისის მერიაში ქრთამის აღებ-მიცემობა მიდის, ორმოები არ არის შევსებული". მერე ველაპარაკები მეუღლეს და ვეუბნები ჩემს შვილზე - "რას შვება ეს მამაძაღლი, ვირიშვილი, მოვკლავ მას". ამის შემდეგ დგება სუს-ი, აქეთებს მონტაჟს ნარმანიასა და ჩემ შვილზე, ამბავს - "მე მოვკლავ ნარმანიას", მერე ღმერთმა დაიფაროს ნარმანიას რამე მოსდის და მე დამიბარეს უწყებაში. თქვენ, რომ იყოთ ჩემი ადვოკატი რას მირჩევთ, როგორ უნდა დავიცვა თავი სუს-ისგან ან გამოძიებისგან პირველ რიგში რას მოითხოვდით?!", - მიმართა ბობოხიძემ ბესელიას. ცნობისთვის, პარლამენტში საგაზაფხულო პლენარული სესია მიმდინარეობს. დეპუტატები ე.წ მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტს განიხილავენ.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)