|
2017-02-09 15:22:03, 959 ნახვა
რეგიონი
9 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადაეცა
თამარის დასახლებაში მდებარე „სოციალურ სახლში“ 9 ეკომიგრანტ ოჯახზე საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცედურები დაიწყო. ბინების განაწილება კენჭისყრის წესით დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განხორციელდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში შესაბამისი ბრძანების პროექტი მომზადდება და იურიდიული პროცედურების დასრულების შემდეგ, კომისიის მიერ შერჩეულ ეკომიგრანტ ოჯახებთან, საკუთრების ინდივიდუალური ხელშეკრულებები გაფორმდება. ბენეფიციართა განცხადებები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში არსებულმა აჭარის ა.რ სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეულმა სამთავრობო კომისიამ შეისწავლა. აღნიშნულმა კომისიამ 9 ოჯახზე ბინების გაცემის რეკომენდაცია გასცა. თამარის დასახლებაში არსებული „სოციალური სახლი“ 116 ბინიანია და ამ დროისთვის ყველა საცხოვრებელი ბინა შესაბამისი საჭიროების ოჯახებს გადაეცა. „უახლოეს პერიოდში თამარის დასახლებაში(58 ბინა) და სოფელ ვაშლოვანში (72 ბინა) 2 „სოციალურ სახლში“ კიდევ 130 ოჯახი მიიღებს ბინას საკუთრებაში. აღნიშნული სოციალური სახლების მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და ამ ეტაპზე მშენებლობა უკვე დასრულებულია. ამ დროისთვის კიდევ ერთი 23 ბინიანი „სოციალური სახლი“ ხელვაჩაურში,ურეხში შენდება და მიმდინარე წლის მაისში დასრულდება. საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში შესაბამისი საჭიროების მქონე ოჯახებს გადაეცემა. 2013 წლიდან დღემდე ე.წ „სოციალურ სახლებში“ არსებული საცხოვრებელი ბინები აჭარის მთავრობის მიერ საკუთრებაში სულ 276 ოჯახს გადაეცა“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
(NS)
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)