|
2017-02-09 11:28:45, 2415 ნახვა
ეკონომიკა
ინოვაციების სააგენტომ „სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში მონაწილე გუნდებთან შეხვედრა გამართა
ტექნოპარკში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე პროექტ ,,სტარტაპ საქართველოს'' პირველი ნაკადის, მაღალტექნოლოგიური მიმართულების, ფინალისტ და გამარჯვებულ გუნდებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო სტარტაპებს შორის გამოცდილების გაზიარება, საერთო გამოწვევებსა და წარმატების შესახებ საუბარი. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს პროექტის დახვეწის და პროგრამის მეორე ეტაპის უფრო წარმატებით განხორციელების გზებზე. შეგახსენებთ, პროგრამა ,,სტარტაპ საქართველოს" ინიცირება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მოხდა. პროექტი განახორციელა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ და საპარტნიორო ფონდმა. მიღებული განაცხადები განაწილდა ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური ბიზნესის მიხედვით და შეფასდა საერთაშორისო ექსპერტების მიერ. პროექტის ფარგლებში შეირჩა 51 ფინალისტი, რომელთაგან 100 000 ლარიანი დაფინანსება 20-მა სტარტაპმა მოიპოვა შემდეგი მიმართულებებით: ფინანსური ტექნოლოგიები, ტურიზმი, აგრო კულტურა, ჯანდაცვა, ხელოვნური ინტელექტი, კომპიუტერული თამაშები, რეკლამა, ვირტუალური რეალობა. ჯამში ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეების გამარჯვებულების რაოდენობა 65 -ია. პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფომ 11 მილიონი ლარი გამოყო, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს. პროგრამას ,,სტარტაპ საქართველო'' საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 2017 წელსაც განახორციელებს.
(NS)
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)