23:49 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 08:38:00, 2681 ნახვა

მსოფლიო
აფეთქება და ხანძარი პარიზის მეტროში - დაშავდა 8 ადამიანი

საფრანგეთში პარიზის მეტროსადგურ  Place d’Italie-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ფრანფული მედია იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, მომხდარის გამო, მგზავრთა ევაკუაცია განხორციელდა. ამასთან, სადგურზე აეთქებაც მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა, არ უკავშირდება ტერორიზმს. ხანძარი, სავარაუდოდ, ელექტროსადენების გაუმართაობამ გამოიწვია. 

ფრანგი ჟურნალისტი რემი ბუისინი სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, ზოგიერთ მათგანს ხანძრით გამოწვეული დაკვამლიანების გამო სუნთქვის პრობლემები შეექმნა.

ჯერჯერობით, აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური უწყებების კომენტარი არ გავრცელებულა.

მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სახანძრო ბრიგადები იყო მობილიზებული. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics