|
2017-02-08 18:12:30, 1862 ნახვა
კომენტარი
ირაკლი მეძმარიაშვილი: ოლიმპიური კომიტეტი სამართლიანობის სიმბოლოა, მაგრამ ჩვენ ვერ გავექცევით ფაქტებს
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი მეძმარიაშვილი კომიტეტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ნონა გაფრინდაშვილისა და ჯანო ბაგრატიონის განცხადებას გამოეხმაურა. ირაკლი მეძმარიაშვილი ამბობს, რომ ბოლო არჩევნების შედეგების ეჭქვეშ დაყენება მისთვისაც სამწუხაროა, რადგან ოლიმპიური კომიტეტი თანასწორობისა და სამართლიანობის სიმბოლოა. „ჩვენ ვერ გავექცევით ფაქტებს და საინტერესო სწორედ ისაა, რომ სეოკ-ის ხელმძღვანელობაც და ის ხალხი, ვინც მათ მხარდამჭერ განცხადებას აკეთებს და ასეთები ბევრნი არ არიან, არაფერს ამბობენ იმ ფაქტებზე, რის საფუძველზეც ჩვენ შევიტანეთ სასამართლოში სარჩელი. რაც შეეხება წინა სესიების შედეგების გადახედვას, ეს არ ყოფილა ჩვენი გუნდის თვითმიზანი, როცა სასამართლოს მივმართეთ, მაგრამ ბუნებრივია უკანასკნელ არჩევნებზე არსებულ დარღვევებს თუ წინა არჩევნებზეც ჰქონდა პრეცედენტი, სასამართლო მათაც შეისწავლის. ჩვენი მიდგომა ასეთია, რომ ემოციებს არ უნდა ავყვეთ და ყველა გადაცდომა და ხარვეზი, რაც საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში წლების მანძილზე ხდებოდა უნდა აღმოვფხვრათ და ახალი არჩევნების შემდეგ სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ ოლიმპიური და სპორტული საზოგადოების ცხოვრება. სწორედ ეს იქნება ერთიანობის და სპორტული წარმატებების საფუძველი. როცა ძირი დამპალი აქვს, ხე ნაყოფს ვერ გამოისხამს“,- აცხადებს ირაკლი მეძმარიაშვილი. ოლიმპიური კომიტეტების საპატიო პრეზიდენტებმა ნონა გაფრინდაშვილმა და ჯანო ბაგრატიონმა სასამართლოში მიმდინარე დავას სამწუხარო ფაქტი უწოდეს. ნონა გაფრინდაშვილი და ჯანო ბაგრატიონი დარწმუნებულები არიან, რომ სამოქალაქო სასამართლო ობიექტურად განიხილავს ამ საქმეს და მიიღებს საბოლოო სამართლიან გადაწყვეტილებას. თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 იანვარს დააკმაყოფილა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკი) პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ირაკლი მეძმარიაშვილის მოთხოვნა და საქმეზე საბოლოო განაჩენის მიღებამდე, ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნების შედეგების მოქმედება დროებით შეაჩერა. ირაკლი მეძმარიაშვილი არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვს.
(NS)
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)