19:08 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-07 15:01:59, 1001 ნახვა

საზოგადოება
ტრენერთა ტრენინგი აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისთვის

აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები ტრენერთა ტრენინგს გადიან. პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციასთან პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება. ტრენინგს აღსრულების საკითხებში ევროკავშირის აღიარებული ექსპერტები ნიდერლანდებიდან და ბულგარეთიდან უძღვებიან.

4-10 თებერვლის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე დაგეგმილია სააღსრულებო წარმოების იმ ასპექტების იდენტიფიცირება, სადაც საჭირო იქნება სასწავლო მოდულის შემუშავება. ასევე, განხორციელდება ბიუროს თანამშრომლების ინფორმირება იმ ტექნიკის შესახებ, რომელიც აუცილებელია ხარისხიანი სასწავლო კურსების შესადგენად.

აქტივობის მიზანია სააღსრულებო წარმოების ფარგლებში სასწავლო მოდულების განვითარება და ტრენერების გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც მაღალხარისხიანი სააღსრულებო წარმოების უზრუნველყოფის მიზნით მოახდენენ ახლად მოსული თანამშრომლების განათლებას სააღსრულებო წარმოების საკითხებზე და ასევე, საკანონმდებლო სიახლეების შემთხვევაში, სასწავლო მასალების რედაქტირებასა და ბიუროს მოქმედი თანამშრომლების ინფორმირებას.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics